მომდევნო, 2026 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურ დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, – რომლის ფარგლებშიც დასაქმებულები სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს იღებდნენ და რომელსაც, ანალიტიკოსთა თანახმად, ფუნდამენტური ხარვეზები ჰქონდა, – წყდება.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა. პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა.




