ფედერიკა მოგერინი დააკავეს — Euractiv

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედეირკა მოგერინი კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
ინფორმაციას Euractiv წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბელგიის პოლიციამ დღეს ჩხრეკა ჩაატარა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS), ევროპის კოლეჯსა და კერძო სახლებში. გამოძიება ეხება 2021-22 წლებში ევროკავშირის საბიუჯეტო სახსრების შესაძლო ბოროტად გამოყენებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროპის კოლეჯის მიერ. ფედერიკა მოგერინი, რომელიც EEAS-ს 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა, ამჟამად, მეორე ვადით არის ევროპის კოლეჯის რექტორი და ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დირექტორია.
Euractiv-ის ცნობით, დააკავეს ევროპის კოლეჯის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც განათლების დეპარტამენტში მუშაობდა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირი სტეფანო სანინო. სანინო მოგერინის დროს, დიპლომატიური აკადემიის შექმნის პერიოდში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი იყო. ამჟამად ის ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორია.
კომისიამ დაადასტურა, რომ პოლიცია სამშაბათს ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებში იმყოფებოდა და ეს წინა მანდატის საქმიანობის შესახებ მიმდინარე გამოძიების ნაწილია. კომისიამ უარი თქვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
„ნახევარი საათის წინ მაცნობეს ბრიუგეში მიმდინარე მოვლენების შესახებ“, — განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად ბრიუგეში ევროპის კოლეჯის ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს

მიხეილ ყაველაშვილი – სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული