„თუ ესენი არ მოვიშორეთ, საქართველოს მთელს მოსახლეობას 2026 წელს ჩამოერთმევა ევროპაში უვიზო მოგზაურობის უფლებები“ –

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
„პოლონეთის გადაწყვეტილება სამუშაო ვიზებზე ძალიან ბევრ ქართველს ურტყამს, მაგრამ კანონზომიერი იყო.
ჩვენ უნდა გამოვიდეთ ინფანტილური მიდგომიდან, რომ “ევროპა ქართველ ხალხს არ შეეხება, ვინაიდან ხალხი პროევროპელია”, ხალხი კი არის პროევროპელი, მაგრამ ევროპა ყველაფერზე მაღლა საკუთარ უსაფრთხოებას აყენებს, ხოლო საქართველოს დაპატრონებული რეჟიმი სწორედ ამ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, რუსების, მათ შორის -ს თანამშრომლების შემოყვანით და მათთვის მოქალაქეობის მიცემით.
საქართველოში რუსებს ღიად შეუძლიათ აგენტების დავერბოვკება. ევროპაში მიმდინარე დივერსირების ფონზე ამას არავინ აიტანს.
გაიხსენეთ რომ ფინელებს დაკავებული ჰყავთ საქართველოს მოქალაქეები რუსული ტანკერიდან, რომელთაც ზღვაში ევროპული კაბელი გადაჭრეს.
გარდა ამისა საქართველო ახდენს აღორძინებული კრიმინალის ექსპორტს ევროპაში, რაც ევროკავშირს სულ უფრო აწუხებს.
ასე რომ თუ ესენი არ მოვიშორეთ, საქართველოს მთელს მოსახლეობას 2026 წელს ჩამოერთმევა ევროპაში უვიზო მოგზაურობის უფლებები. პრინციპში რეჟიმს ეს უნდა. ჩვენ უნდა ჩავშალოთ მზაკვრული გეგმა მათი მოშორებით.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია