– თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია

თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავში, რომ [BBC-ის] ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება, გასულ წელს, აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდა.
მისი თქმით, ნებისმიერი ადეკვატური ხელისუფლება, ეჭვების გასაფანტად და სიმართლის დასადგენად საერთაშორისო ინსტიტუტებიდან კვლევით ჯგუფს მოიწვევდა.
„ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა – მოიწვევდა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა. ამის ნაცვლად ვხედავთ ტიპურ პუტინისტურ, ივანიშვილისეულ რეჟიმის ნიაღვარს.
გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, „იაღლიში“. მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონიათ ყველაფერი გასდით, გამოიყენეს ყოფილი თანამდებობის პირი, გამოიყვანეს და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს, რომ ამით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული, რომ ჯანმრთელობის დამაზიანებელი ასეთი ნივთიერება ჰქონდათ. ახლა ამას მიხვდნენ და გამოსწორებას ცდილობენ,”- აცხადებს ბოკერია.
მანვე აღნიშნა, რომ ყოფილი და ახალი შს მინისტრების განცხადებები იმის დემონსტრირებაა, რატომ სჯერა დღეს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ეს უმძიმესი ბრალდება სიმართლეს ეფუძნება.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმს და მის გარემოცვას, იმედი აქვს რომ დრო გაივლის და ამის დადასტურება იქნება რთული, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ყველა მტკიცებულება ამ საქმის მიჩქმალვისა, უკვე დანაშაულად იქნება შეფასებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში. რაც უფრო შორს წავლენ სამარცხვინო რეპრესიებში, საზოგადოების უდიდეს ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება რწმენა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს,”- განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო – ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს – არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება