2026 წელს ბიტკოინი სტაბილურად გაიზრდება, თუმცა მისი დომინაციის კლება Ethereum-სა და რჩეულ ალტკოინებს დაწინაურებისთვის ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის – TBC Capital
2025 წელს კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მობილური საფულეების მომხმარებელთა რაოდენობა წლიურად 20%-ით გაიზარდა, რაც ტექნოლოგიის ათვისების ტემპის დაჩქარებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ ინფორმაციას TBC Capital პუბლიკაციაში „ფინანსური ბაზრების გლობალურ მოლოდინებში“ აქვეყნებს.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, მტრული რეგულაციების მხარდამჭერი საკანონმდებლო ჩარჩოებით ჩანაცვლება და გამოყენების ახალი სფეროების გაჩენა- სტეიბლკოინებიდან დაწყებული ტოკენიზებული აქტივებით დამთავრებული – ბაზრის მომდევნო ციკლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
„სტეიბლკოინები„ონ-ჩეინ“ ეკონომიკის ხერხემლად იქცა. შარშანდელი $46- ტრილიონიანი ბრუნვით (ორგანული აქტივობა: $9 ტრილიონი), ისინი უკვე უტოლდებიან Visa-სა და ACH ქსელებს და $150 მილიარდზე მეტ აშშ-ის სახაზინო ვალდებულებას ფლობენ. მიმოქცევაში არსებული დოლარის 1%-ზე მეტი უკვე საჯარო ბლოკჩეინებზეა ტოკენიზებული. ინსტიტუციური ათვისება მკვეთრად გაიზარდა.
Stripe, Circle და ფინანსური გიგანტები (Citigroup, JPMorgan, Fidelity, Mastercard, Visa) კრიპტოპროდუქტებს ნერგავენ, ხოლო პლატფორმები, როგორიცაა PayPal და Shopify, „ონ-ჩეინ“ საგადახდო ინფრასტრუქტურას აგებენ. ამ ინტეგრაციამ კრიპტო შესაძლოა ყოველდღიურ სერვისებში დაამკვიდროს და გლობალური სისტემა დააჩქაროს. კანონმდებლობამ სექტორის ზრდას ბიძგი მისცა.
GENIUS და CLARITY აქტები სტეიბლკოინებისა და ციფრული აქტივებისთვის აშშ-ში მკაფიო რეგულაციებს ქმნის, რაც ინსტიტუტების ნდობას ზრდის. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია GENIUS-თან თავსებადი სტეიბლკოინებისთვის (მაგ. USDC), რაც ოფშორული აქტივების (მაგ. Tether) ხარჯზე რეგულირებადი ბაზრის წილს გაზრდის. ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურა სწრაფად მომწიფდა. გამტარუნარიანობა 5 წლის წინანდელი




