“სამოქალაქო იდესი” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
საქმე ეხება “ოცნების” ლიდერის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან ხიდაშელი უცხოური გავლენის აგენტად გამოაცხადა და ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი.
თინა ხიდაშელი მეგობარ ადვოკატებს დახმარებას სთხოვს.
“არავითარი ვალდებულება არ მაქვს, ვუთმინო,” – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ადვოკატებო, ვისაც დანაშაულის დაბრალების, ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის შელახის და მსგავსი გამოცდილება გაქვთ.
დღეს კრემლის შნირმა კობახიძემ მორიგ ჯერზე მოიცალა ჩემთვის, მერე მისმა ხელის ბიჭებმა, აი, იმათ ჯერ სააკაშვილის ხელის ბიჭები რომ იყვნენ და ეხლა კობახიძის ბანი მისცეს, ხოდა, დავფიქრდი და არავითარი ვალდებულება არ მაქვს ამათ ვუთმინო!
ხოდა, რომელი გამომყვებით ამათ ცირკში სასამართლოს რომ ეძახიან ცოტა გავერთოთ! პირადში მომწერეთ, ძვირფასებო, – წერს ხიდაშელი.




