დიმიტრი პესკოვი – რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა

რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი „მშვიდობის მიღწევის გზებს ეძებს, თუმცა მისი ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს“.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციით დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ასევე, მისი თქმით, რუსეთს „ევროპელებთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან მათ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე რუსეთის პოზიციის მოსმენა არ სურთ“.
„ევროპული ქვეყნები მხოლოდ ომის შესახებ საუბრობენ. ისინი უკანასკნელ უკრაინელამდე ომის გაგრძელების შესახებ საუბრობენ. ცდილობენ იპოვონ გზები, რათა ომის გასაგრძელებლად უკრაინა დააფინანსონ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება