“მათი დასკვნაა, რომ მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე” | გიული ალასანია CPT-ს დასკვნაზე

“მათი დასკვნაა, რომ მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი ს გამოჯანმრთელებაზე. ეს ნიშნავს, რომ გაძლებაზეა ადამიანი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საუბრობს და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც კლინიკა “ვივა მედსა” და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეა საუბარი.
აღსანიშნავია ის, რომ წამების კომისია შევიდა “ვივა მედის” კლინიკაში. შევიდა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი იყო მოთავსებული სხვადასხვა ციხეში, სადაც იყო ნაცემი, მას ჩაუმტვრიეს ძვლები ცემის შედეგად და ეს დადასტურებულია სამედიცინო ცნობებით. შემდეგ ის მოწამლულიც იყო. და ბუნებრივია, რომ სწორედ წამების კომისია შეეფერებოდა მის მდგომარეობას. შევიდნენ ეს ადამიანები, იმუშავეს, დააკვირდნენ და დაიდო დასკვნა. იქ აღნიშნულია, რა თქმა უნდა, იურიდიული მხარე და მიზეზები, თუ რატომ და როგორ მოხდა, რომ ადამიანი ასეთი დამსახურებული თავისი ქვეყნისთვის, დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა თავისი ქვეყნის სამსახურში, როგორ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში. ამაზე მათთვის შეკითხვაც არ დაუსვამთ, არ ევალებოდათ და, შესაბამისად, არც პასუხი გაუციათ. რაც შეეხება მის სამედიცინო მდგომარეობას, აქ არის აღნიშნული თუ რა პირობებში და რა შედეგზეა გათვლილი მისი მკურნალობა “ვივა მედში”. და ისინი აღნიშნავენ, რომ აქ მთავარი არის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მეორე პლანზეა სწორედ ეს სამედიცინო მხარე, რაც არ არის სწორი მათი აზრით და გამოტანილია როგორც ნაკლი და შემდეგ ნათქვამია ის, რომ პაციენტი მოკლებულია ელემენტარულ პირობებს – არ აქვს კონტაქტების შესაძლებლობა, ძალიან შეზღუდულია კონტაქტები ამ პაციენტის შემთხვევაში და აგრეთვე ის, რომ მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის წყაროებზე, მაგალითად მას საერთოდ თვალით არ უნახავს ტელეფონი, მთელი ამ ხნის მანძილზე, 2,5 წელია გრძელდება მისი იქ ყოფნა. არის ისეთ პირობებში, სადაც მას არ აქვს შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაისუნთქოს ჟანგბადი… მოკლებულია ადამიანი ამ შესაძლებლობას. ეს კომისია რომ შემოვიდა, შემდეგ მათ შენიშნეს, რომ ეს ფანჯრები მუქად არის შეღებილი და საერთოდ სინათლე არ გადის ამ ფანჯრებში. შემდეგ მათ გააკეთეს შენიშვნა და თითქოს მიღებული იყო ზომები მაგრამ დღესაც ეს ფანჯრები არ არის გამჭვირვალე, იღება ძალიან ოდნავ, ჰაერი შედის მაგრამ ეს ის არ არის, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისთვის. ეს ფაქტია და თანაც მისი ეს მდგომარეობა გრძელდება 2,5 წელია. შემდეგ ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ მათი დასკვნაა ასეთი, რომ ეს მკურნალობა, რომელიც მას უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მის გამოჯანმრთელებაზე არავითარ შემთხვევაში. ეს რას ნიშნავს – ეს იმას ნიშნავს, რომ გაძლებაზეა ადამიანი. აი რამდენ ხანს გაძლებს, რამდენ ხანს გაძლებს მისი ჯანმრთელობა და რამდენ ხანს გაძლებს მისი ფსიქიკა. აი ამაზეა გათვლილი და მე ამას შევდივარ, დღეში ორჯერ ვუყურებ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ეს ადამიანი იმყოფება კლინიკაში. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის ყველაფრის ამის ყურება და სრულიად წარმოუდგენელია, ჩვენი მოსახლეობა როგორ ეგუება ამ ყველაფერს. ძალიან გაკვირვებული ვარ, – ამბობს გიული ალასანია.
წამების პრევენციის ევროპული კომისიის დასკვნა კლინიკა “ვივა მედის” დაცული პალატების შესახებ დღეს გამოქვეყნდა. დასკვნაში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნულია, რომ „ვივა მედში“ არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას.