Bloomberg: ნოემბერში მ რეკორდულად ბევრი იერიში მიიტანა ს ნავთობობიექტებზე

ნოემბერში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მინიმუმ 14 დარტყმა განახორციელეს დრონებით. ეს თვეში იერიშების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ომის დაწყებიდან მოყოლებული, იტყობინება Bloomberg-ი ორივე ქვეყნის საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით.
გასულ თვეში ასევე თავს დაესხნენ ნავთობის ჩამსხმელ ობიექტებს და რუსული ნავთობის გადამზიდ ტანკერებს. მაგალითად, გასული კვირის ბოლოს, Bloomberg-ის წყაროს ცნობით, მ შავ ზღვაში ორ ტანკერზე მიიტანა იერიში. კიდევ ერთი ტანკერი, რომელსაც ადრე გადაჰქონდა რუსული ნავთობი, აფეთქებების შედეგად დაზიანდა სენეგალის დედაქალაქის სანაპიროსთან.
28 ნოემბრის საღამოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთის ქოჯაელის პროვინციის სანაპიროსთან საზღვაო უპილოტო აპარატებით იერიშები განხორციელდა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე – Kairos-სა და Virat-ზე. ორივე გემი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და -ის სანქციების ქვეშ იმყოფება და ისინი მიემართებოდნენ ნოვოროსიისკისკენ, სადაც 28-29 ნოემბრის ღამეს ასევე საზღვაო უპილოტო აპარატები დაესხნენ თავს და მწყობრიდან გამოიყვანეს კასპიის მილსადენების კონსორციუმის ტერმინალი, რომელიც ყაზახეთის ნავთობის 80%-ზე მეტის ექსპორტს ახორციელებს.
შედეგად ერთ-ერთი დაზიანდა სამი ნავმისადგომიდან, საიდანაც ნავთობი საზღვაო ტანკერებზე იტვირთება. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გადაამისამართებს.
კრემლმა ნავმისადგომსა და ტანკერებზე უკრაინის თავდასხმას „აღმაშფოთებელი“ უწოდა, რადგან „საუბარია საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტზე საერთაშორისო მონაწილეობით“.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალები აგრძელებენ რეგულარულ თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო სამიზნეებზე, მათ შორის საცხოვრებელ შენობებზე.
ფორუმი