TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს 42 წლის გახდებოდა
ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს – რამდენიმე წუთის განმავლობაში მას არაერთი პირი ურტყამდა, რის შედეგადაც სახის ძვლები ჩაემტვრა და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა
ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირი დააკავეს. თუმცა, მასზე და სხვა ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულმა პირებმა საპატიმრო 2024 წელს, ვადაზე ადრე, ოცნების მიერ დამტკიცებული “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე დატოვეს – კანონმა 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა. მათ 4-4 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მათ სასჯელი ერთი წლით შეუმცირა




