ემანუელ მაკრონი – რუსეთზე ზეწოლა მომდევნო კვირების განმავლობაში გაძლიერდება

რუსეთზე ზეწოლა მომდევნო კვირების განმავლობაში გაძლიერდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინის პრეზიდენტთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნამდვილად მჯერა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ს ეკონომიკასა და ს მიერ ომის დაფინანსების უნარზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ზეწოლა გაიზრდება. ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის 40% „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით ფინანსდება“, – განაცხადა მაკრონმა.
ასევე, მაკრონის თქმით, -ის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმება და ახლა რუსეთის პასუხი აჩვენებს, ნამდვილად დაინტერესებულია თუ არა ის მშვიდობით.
„ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ მარტში მოვითხოვეთ, ზელენსკი დათანხმდა, რუსეთმა კი უარი განაცხადა. შემდეგ კიდევ ერთი წინადადება ივნისში იყო და რუსეთმა კვლავ უარი თქვა. შემდეგ ანკორიჯი და -ის წინადადება იყო, თუმცა რუსეთმა ისევ უარი განაცხადა. ამჯერად ამერიკამ ახალი წინადადება წამოაყენა და ისევ რუსეთს უნდა დაველოდოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.