ნიკა გვარამიას საჯარო ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში | “მთავარი არხის” დამფუძნებელმა აუდიტორიასთან რუსულ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების ხერხებზე ისაუბრა

ნიკა გვარამიას საჯარო ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში | “მთავარი არხის” დამფუძნებელმა აუდიტორიასთან რუსულ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების ხერხებზე ისაუბრა
“მთავარი არხის” დამფუძნებელმა, მ კოლუმბიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციას უფრო დისკუსიის სახე ჰქონდა, მისი სახელი იყო “ქართული გაკვეთილები, რუსული პროპაგანდა და როგორ ვებრძოლოთ მას”.
ნიკა გვარამიამ დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო და მსოფლიო დგას რუსული პროპაგანდის შემთხვევაში და სამოქმედო გზებზეც. ლექციას ესწრებოდნენ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
“ნიკა გვარამია იმიტომ მოვიწვიეთ, რომ ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ვფიქრობ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქართული ოპოზიცია დგას ძალიან ჰგავს გამოწვევებს, რომლებთან გამკლავებაც ჩვენ შეერთებულ შტატებში გვიწევს. ამ შემთხვევაში ეს არ ეხება იმდენად რუსულ პროპაგანდას, რამდენადაც პროპაგანდას, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან მოდის. ჩვენ ვფიქრობთ საინფორმაციო სტრატეგიებზე, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ. საქართველოს მაგალითზე კონტრ პროპაგანდის განხილვა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა”, – ამბობს ჟურნალისტი, კით გესენი.
ნიკა გვარამია ნიუ-იორკში ვაშინგტონიდან ჩავიდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის თეთრ სახლში. მას ნიუ-იორკში პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოებენ. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს.
“საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი საცდელი, ასე ვთქვათ, ლაბორატორიასავით გამოყენებული რუსული პროპაგანდის მიერ, ომის დროსაც, მერე ს დროს 2012-ში, მანამდეც და ამის მერე იყო უკვე ს ჩარევა სხვადასხვა ტიპის არჩევნებში, არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, -შიც, ბრექსიტშიც, ასე შემდეგ. საქართველო იყო პირველი სატესტო თითქოს მაგალითი და წარმატებული სხვათა შორის. ეს ახლა დამტკიცდა, რომ რუსეთი არანაირი მეორე არმია არ არის და ასე შემდეგ, მაგრამ პროპაგანდის არმია რუსეთი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ჯერ კიდევ ძალიან რთულია მისი დამარცხება, განსაკუთრებით დასავლეთს ესმის ეს ცუდად. უცნაურია, მაგრამ ჩვენ უკეთესად გვესმის რუსული დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა, როგორ უფრო კარგად გავანეიტრალოთ ის, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ჩვენ კანზე ვგრძნობთ, ჩვენ ვიცნობთ რუსებს უკეთესად, ვიდრე დასავლეთი იცნობს, ამიტომ ჩვენ ბევრი გვაქვს ამაზე სათქმელი, განსაკუთრებით “მთავარი არხის” ქართული კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ყოველდღიურად ვეჯახებით და ყოველდღიურად ვებრძვით”, – ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ ბევრი რამ გამოვა საქართველოში და ამერიკაშიც ამის იმედი აქვთ – “მე მგონია, რომ ეს შემხვედრი პოზიციებია და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ საქართველოში, ესენი აქედან დაგვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ საქმეს ვერავინ გააკეთებს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ”.