“შავი ლომი” | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში

დეკემბერს ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონს იწყებს. პირველ მატჩში რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ფრანგული ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება.
‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე ზედიზედ მესამე წელია თამაშობს და აქამდე ერთი თამაშის მოგებას ყოველ წელს ახერხებდა. თავის სადებიუტო სეზონში ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში ადგილობრივ ‘სქარლეთს’ 23:7 სძლია, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ კი ნუგეშ-ქულას დასჯერდა (10:15). გასულ სეზონში ჩვენმა გუნდმა ტოპ 14-ის ‘ვანი’ 22:19 დაამარცხა.
რაც შეეხება მომავალ მეტოქე ‘მონპელიეს’, ის 1986 წელს ორი ადგილობრივი გუნდის გაერთიანებით დაარსდა, 2003 წელს საფრანგეთის მეორე დივიზიონი, პრო დე2 მოიგო და მას შემდეგ ტოპ 14-ის ბინადარია.
გუნდის აღზევება 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ის მუდმივად მიიჩნევა საჩემპიონო ფლეი ოფში გასვლის კანდიდატად. 2022 წელს ‘მონპელიემ’ პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. ტიუმფთან ახლოს ის კიდევ ორჯერ იყო, თუმცა 2011 და 2018 წლებში ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
‘მონპელიე’ ორჯერ გახდა ჩელენჯ თასის გამარჯვებული – 2016 და 2021 წლებში.
‘მონპელიეს’ აღზევებასა და წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ მორაგბეებს. სხვადასხვა დროს ფრანგული გუნდის კვართით უთამაშიათ: სოსო ნიკოლაენკოს, გოდერძი შველიძეს, მამუკა მაგრაქველიძეს, მამუკა გორგოძეს, გიორგი ჟღენტს, გიორგი ჩხაიძეს, გაგი ბაზაძეს, დავით ქუბრიაშვილს, ლევან ჩილაჩავას, ლაშა ლომიძეს, შალვა მამუკაშვილს, კოტე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილს, გელა აფრასიძეს, ლუკა აზარიაშვილს, გიორგი გოგოლაძეს, ვანო კარკაძეს და ლაშა მაჭარაშვილს. გუნდის ღირსებას ამჟამად იცავენ ქართველი ბურჯები – ლუკა ჯაფარიძე და ნიკა აბულაძე. ესპუარებში თამაშობენ ლუკა კოტორაშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.
ტოპ 14-ის გასულ სეზონში ‘მონპელიემ’ 26 მატჩიდან 12 მოიგო, 14 დათმო და ჯამში 56 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში, 11 ტურის შემდეგ გუნდის ანგარიშზე 5 მოგება, ამდენივე მარცხი და ერთი ფრეა. შედეგად, 28 ქულით ის მე-7 ადგილზეა. თბილისში გამომგზავრებამდე მან ტოპ 14-ის მე-11 ტურში (29 ნოემბერს) ‘ბორდოს’ უმასპინძლა და 28:24 დაამარცხა.
Rugby.ge
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
სამხრეთაფრიკული “კუდუ” – სამი გუნდით საქართველოში
7-კაცა | რულოფ კოცე – Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
“შავი ლომი” | “ჩიტასი” მეორედ ვეღარ გავტეხეთ
“შავი ლომი” | ქოქრილმა “ჩიტასთან” პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
“შავი ლომი” | დავით აბდუშელიშვილი – თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული – გორის “დილამ” გამოცდილი მცველი დაიმატა
დავითაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა – მატჩი არეულობის გამო შეწყდა [VIDEO]
“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
მიქაუტაძის მეათე გოლი – “ლიონმა” პსჟ-სთან შეხვედრამდე “მონპელიეს” მოუგო [VIDEO]
მიქაუტაძემ “ლიონი” მე-3 წუთზე დააწინაურა [VIDEO]
[VIDEO] ზურიკოს დუბლით “სენტ-ეტიენი” “მონპელიეს” ამარცხებს