ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის. ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცოლმა, ირინა კილოსანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, რაც სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილისგან მოისმინა, მისთვის დამაჯერებელია.
„დღისით ოფისში იყო გასული, მერე მოვიდა. მე აქციაზე მივდიოდი, 8-ის წუთები იყო, რომ გავედი, მითხრა, სათევზაოდ მივდივარო, ასე უთხრა შვილსაც. აქციიდან რომ დავბრუნდი, სახლში არ იყო. დილით უკვე მითხრეს, დააკავესო. რაზეც თავად ისაუბრა, ის ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია, მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების. ზუსტად ვიცი, წელიწადნახევრის განმავლობაში რაც უგროვდებოდა „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან და ამდენი უკანონობიდან გამომდინარე, ამას ვერ ეგუებოდა, ამას რომ ვერაფერს უპირისპირებდა, ალბათ, რაღაც ასეთი ფორმა მოიფიქრა, რომლითაც სასამართლოსთვის და ყველასთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ სასამართლო გადაქცეულია რაღაც კონვეირად, რომელიც ყველას უშვებს ციხეში. ვერავის მოსთხოვ, როცა პოლიტიკოსი ხარ, ყველას უყვარდე. მე არც ერთი პოლიტიკოსი არ მიყვარს. თუ ის ქმარი, შვილი, ან მამა არაა, არ უნდა გიყვარდეს და კრიტიკულად უნდა უყურებდე, მაგრამ ძალიან მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს მისი ეს ნაბიჯი. რაც თქვა, ზუსტად ვიცი, რომ ისეა. ის არის, რაც მან განაცხადა, რამ განაპირობა მისი ეს ქმედება, მე ამის მჯერა და მინდა ადამიანებმა სწორად გაიგონ.
ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას, ეს მისი პერიფრაზია. ესეც მისი სიტყვებია, მან ასეთი ფორმით, ზოგისთვის უცნაური, თუ კომიკური ფორმით ეცადა რაღაცის დამტკიცებას“, – განაცხადა ირინა კილოსანიძემ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება