– გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს

გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში, ამ ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სთვის წარდგენილი ბრალი.
მისი თქმით, „ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა“.
„არსებობს ბრალდება, დაცვის მხარე, მაგრამ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ადვილად დავასკვნით, რომ ამ ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა: პარლამენტში მუშტი-კრივი გამართა, პოლიციას დაუპირისპირდა, ში წავიდა და სნაიპერის იარაღით პოზირებდა, აქ ჩამოვიდა და პრინციპებზე უარი თქვა, გაინულა ავტორიტეტი, ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა, შემდეგ იმ პარტიაში [„ლელო – ძლიერი საქართველო“] შევიდა, შემდეგ საარჩევნო სიაში ბოლოს გადაიწია. ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი, მაგრამ გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში და ამ ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს. სხვა ახსნა არ აქვს. რასაკვირველია, ამას ყოველთვის გამოიყენებს დაინტერესებული მხარე, ფულსაც გადაიხდის და საკმაოდ სერიოზული მუშაობა ტარდება იმისთვის, რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმიც პირდაპირ ასწავლონ. მთლიანად არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, როდესაც საქართველოზე შეტევას გეგმავენ და ამ გარემოში ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს ყველაზე მეტად ექსტრემალურ სიტუაციაში, რასაც რეალურად, ტერორიზმი ჰქვია სხვადასხვა ნიშნებიდან გამომდინარე, რომელიც კანონშია ჩამოთვლილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.