უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს 1 დეკემბერს ჩავიდა პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილავენ სამართლიანი და მყარი მშვიდობის პირობებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა ავიაკოსმოსური კომპანია Dassault Aviation-ის ქარხანას, რომელიც აწარმოებს სამხედრო თვითმფრინავებს Rafale.
უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთში იმყოფებოდა 17 ნოემბერსაც. მან და პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიზანია თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა თავისი არმიისთვის საფრანგეთისგან შეიძენს 100 გამანადგურებელს, Rafale.
ამჟამად უკრაინა და აშშ განიხილავენ სამშვიდობო გეგმის პირობებს. 30 ნოემბერს ფლორიდაში გაიმართა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.
შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი სამშვიდობო გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. ამ კონსულტაციებში ჩართული იყვნენ უკრაინის ევროპელი პარტნიორებიც.
ფლორიდაში 30 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ მუშაობა გაგრძელდება.
ფორუმი




