CNN – -უკრაინის შეხვედრაზე განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ს, ფაქტობრივად, ნატო-ში გაწევრიანება აეკრძალება

ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე -სა და უკრაინის წარმომადგენლებმა განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ს, ფაქტობრივად, აეკრძალება ალიანსში გაწევრიანება ისეთი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებზეც პირდაპირ უნდა შეთანხმდნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები და მოსკოვი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამავდროულად, CNN-ის წყარო ხაზს უსვამს, რომ უკრაინას არ მოუწევს ოფიციალურად, იურიდიული თვალსაზრისით, უარი თქვას ამ მისწრაფებაზე. თუმცა, თუ შეერთებული შტატები რუსეთთან ორმხრივ შეთანხმებას მიაღწევს, ან თუ ნატო-სგან მრავალმხრივად რაიმე სახის გარანტიას მოითხოვს, უკრაინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერთვება.
ამავდროულად, წყარომ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტ ს გადასაწყვეტია.
წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები, საერთო ჯამში, წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ჟენევაში მიღწეულ პროგრესს ეფუძნებოდა.
„ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ აქ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუმცა, შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იყო და სამშვიდობო წინადადებების ყველაზე პრობლემური ასპექტების დეტალური განხილვა მოხდა“, – აღნიშნა წყარომ.
ამასთან, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინაში ახალი ს ჩატარების შესაძლო დრო და რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლის პერსპექტივა განიხილეს. თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი დარჩა, მათ შორის აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების ხასიათი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნია პროტესტის მონაწილეები, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც, საერთაშორისო საზოგადოება სხვანაირად უყურებს – მოთხოვნა იქნება, გაიხსნას და გამომზეურდეს მასალები