დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაღი შეემატა. გლდანის რაიონში, 89-ე საბავშვო ბაღში დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა.
ამჟამად, ბაღში 460 ბავშვია რეგისტრირებული. საბავშვო ბაღს აქვს დიდი, გამწვანებული ეზო, სადაც მოწყობილია სათამაშო მოედნები და საბავშვო ატრაქციონები. პროექტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 408 000 ლარით დაფინანსდა.