„აი ასეთ კაცებს ირჩევენ და გიჟიაო, ჩემზე ამბობენ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
„ისე, ამ ქვეყნის პოლიტიკაში არიან კაცები, რომელთაგანაც:
ერთი რძის პროდუქტების კონტეინერით დაბრუნდა საქართველოში და მაცივარში განთავსებული, სელფი ვიდეოებს წერდა, გამიტაცეს და გემზე დამაგდესო.
მეორე ყვიროდა კანონიერი ქურდები ჩემკენ არიან, ოთხში ვიწყებ ოთხში ვამთავრებო.
მესამე სათამაშო პარლამენტს ითხოვდა, გავიმარჯვე და გამიერთიანდით – შემაქმნევინეთო.
მეოთხემ – ახლა წავედით პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩავიბაროთო.
მეხუთე სასამართლოს კანცელარიას წვავდა – როგორც მისი ადვოკატი ამბობს.
აღარაფერს ვიტყვი იმ უპირველეს ეპისტოლარზე, რომელიც ამტკიცებს რომ 2008 წლიდან დიფსტეიტი დასდევს.
მე მხოლოდ ძალიან მცირე მაგალითები მოვიყვანე – თქვენ განაგრძეთ, თუ გსურთ.
ხოდა აი ასეთ კაცებს ირჩევენ და გიჟიაო, ჩემზე ამბობენ“

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”