,, ამ სისულელის ტირაჟირებას მხოლოდ ამპარტავანი ქურდბაცაცა კალაძე არ ახდენს” – რას წერს გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
,,ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა – კალაძე წერეთელზე
ამ სისულელის ტირაჟირებას მხოლოდ ამპარტავანი ქურდბაცაცა კალაძე არ ახდენს. ჯერ ერთი ქვეყანაში სულ უფრო მცირდება მონურ გასამრჯელოზე მუშაობის მსურველი. მეორეც რა კვალიფიკაციაა საჭირო მიწის სამუშაოების დროს, რომ მოკლევადიან ტრენინგებით ვერ მოამზადო პოტენციური თანამშრომელი( 7-30 დღე)? მესამეც, რა დონის გარეწარი უნდა იყო, რომ 30 მილიონიანი პროექტის ჩაგდება უბრალო მუშის კვალიფიკაციას დააბრალო?
გაზულუქებული პოლიტ ელიტა და მასთან შეზრდილი ბიიზნესი გვაჯერებეს, ქვეყანაში მართვა რომ მოიშალა, გაზი, წყალი და გზა რომ არ არის, ყველაფერი რომ ინგრევა და ქვეყანაში რუსები პარპაშებენ იმის ბრალია, რომ მუშამ “ლაფათქასთან” მობყრობა არ იცის. ცეცხლს ეთამაშებით, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეთ. პუტინი შორს არის, თან დაკავებული საკუთარ ფითილებზე ცეცხლის ჩაქრობით, გაბრაზებული ქართველები კი აქვე ვართ. თან დღითი დღე უფრო ვბრაზდებით.”

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…