ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, სუსმა გადაიბარა

ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, სუსმა გადაიბარა. ინფორმაცია ამის შესახებ “ტვ პირველმა” გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია დიღმის იზოლატორში მისულმა ადვოკატმა მიაწოდა. ინტერესების დამცველი ახლა დაკავებულ პოლიტიკოსს ხვდება.
“ის ორგანო, რომელიც იძიებდა აღნიშნულ საქმეს, აღარ იძიებს და გადაეწერა ე.წ. სუსს. არ ვიცი, ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია, მუხლი გადაკვალიფიცრდეს. ახლა შევდივარ, გავეცნობი ბრალის დადგენილებას და მერე შემიძლია, რომ დამატეით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რას ედავებიან კონკრეტულად და რომელი მუხლით. ახლა შევხვდები გამომძიებლებს, პროკურორს და გავარკვევ დეტალებს”, – თქვა ადვოკატმა.
სუსში ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება