არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თხოვნით და კურთხევით პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ჟამერაშვილი ავრცელებს და თან ფაქტის ამსახველ ვიდეოს ურთავს.
ყველა ბრძოლას თავის დროზე გამოაქვს ნაყოფი. არ შეიძლება, იქ, სადაც ხმლით ვერ ამარცხებ, იქ ხმალი ამოიღო… ხან ასე გავაკეთოთ, ხან ისე, – უთხრა სასულიერო პირმა პროტესტის მონაწილეებს.
შეგახსენებთ, რომ 8 ადამიანი პარლამენტთან 34 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!