“უშვებთ თქვენც, რით შეიძლება ეიძულებინათ ალექსანდრე ელისაშვილი…?” – მთივლიშვილი

ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი:
უშვებთ თქვენც, რით შეიძლება ეიძულებინათ ალექსანდრე ელისაშვილი, რომ მსგავსი ქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაედინა ან თავის თავზე აეღო? ადვოკატ რეხვიაშვილის განცხადებებს ნუ შემომაშველებთ, ნანახი მაქვს არაერთხელ. მაგან კიდევ უფრო მეტი კითხვა გამიჩინა! მთელი დღე ისე გავიდა, ივანიშვილის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს შენობაში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ერთი ჩანაწერიც კი არ გაავრცელა. შეგახსენებთ, სამი თვის წინ, აგვისტოში, რუსეთმა, კერძოდ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილს 6 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გაასამართლეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის მონაწილეობას გულისხმობს. რუსეთს მასზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან