რას ამბობს ელისაშვილის საქმის გამომძიებელი – პირველი კომენტარი

დაკავებული “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის გამომძიებელი ლაშა ლიპარტელიანი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ახლა საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“პირველების” კითხვაზე, გამოთხოვილია თუ არა სასამართლოს კანცელარიის შენობის შიდა სივრცის სათვალთვალო კამერები, რაც შსს-ს არ გაუვრცელებია, ლიპარტელიანი არ პასუხობს.
მეტს ვერაფერს გეტყვით – ამბობს გამომძიებელი.
მიმდინარეობს საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები, შესაბამისად საქმეში ჩართული იქნება მხარეები, რომლებსაც გადეცემათ მტკიცებულებები, გაცვლილი იქნება ინფოომაცია და მათთვსი გახდება ცნობილი. რაც საჯარო ინტერესიდან გამომდიანრე არ უნდა იყოს საჯარო, არ იქნება საჯარო. ამოიღება ყველა აუდიო და ვიდეო მასალა.
პარალელურად, დიღმის მთავარ სამმართველოში ალეკო ელისაშვილს ადვოკატი ხვდება და უფრო მეტი ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უფლებადამცველი სამმართველოს დატოვებს.
ვიდეომასალაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, ჩანს ბოთლი, ბენზინი, ჩაქუჩი და სანთებელა, რაც ელისაშვილის ადვოკატის თქმით, ვერანაირად ამტკიცებს გელაძის უწყების ვერსიას, რომ შენიღბულმა ელისაშვილმა სასამართლოს დაწვა სცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება