“ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ” – პაპუაშვილი

პოლონეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ვერ ხვდება, რა შუაშია “ქართული ოცნება”. არადა, იგივე უფლებით ისარგებლებენ სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, .
“ის, რომ პოლონეთის მთვარობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, “ქართული ოცნება“ რა შუაშია, ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, როგორ აწესრიგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებენ გერმანია, სხვა ქვეყნები, ცდილობენ, რომ ახალი ტალღა, საკუთარი მიგრაციის პოლტიკა გადააწყონ. საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იყო დიდი, შეხედეს იმ ქვეყნებს საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის. პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა, ეკონომიკური, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი ჩადიოდა იქ, ე.ი. მოთხოვნაც იყო, და არ ვიცი, როგორ აპირებენ მუშა ხელით დააკმაყოფილონ”,- აცხადებს პაპუაშვილი.