პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება

bm-ge-ის ცნობით, 2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ ექნებათ.
პოლონეთში ე.წ. “განცხადების საფუძველზე დასაქმების” (oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) მექანიზმი უქმდება.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გამოსცა ახალი რეგულაცია, რომელიც უცხოელთა დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს შეეხება.
ახალი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს იქნა მიღებული, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადებით.
1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
· სომხეთის რესპუბლიკა
· ბელარუსის რესპუბლიკა
· მოლდოვას რესპუბლიკა
·
საქართველოს მოქალაქეები ამოღებულ იქნენ ამ სიიდან.
ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში:
· გარდამავალი დებულება: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე (ევიდენციაში შეტანილი oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
· მიმდინარე საქმეები: იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები.
2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებზე 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზოგიერთი პირი წლის განმავლობაში მუშაობას სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწეოდა და ნებართვას რამდენჯერმე იღებდა.
პოლონეთში ქართველების დასაქმების გამარტივებული პროცედურა 2015 წელს დამტკიცდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ სამუშაოდ პოლონეთში წასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს სტანდარტული ვიზის პროცედურას გაივლიან.