მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ევროკავშირთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს – მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა ყველა პოლიტპატიმრისადმი და მოქალაქისადმი, რომელიც არ ეგუება რეჟიმს

საქართველოს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს – „ქართული ოცნება“ მეტად იკეტება საკუთარ თავში და მოსახლეობის ნებას შორდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს.
„ერთი წლის წინ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა მტკიცე პროტესტი „ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პროცესის შესაჩერებლად.
საქართველოს დაშორება ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მეტად იკეტება საკუთარ თავში და შორდება მოსახლეობის ნებას.
დღეს, საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. დიდწილად, ეს იმ ხალხის შედეგია, ვინც განუწყვეტლად აპროტესტებს არსებულ რეალობას.
მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმრისადმი, და ასევე, იმ მოქალაქისადმი, რომელიც არ ეგუება რეჟიმს“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად