კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წელი ტრადიციულად ერთობლივი ღონისძიებით შეაჯამეს.ს მულტიფუნქციურ სივრცეში პარტნიორებისთვისგამართულ კონფერენციაზე 2026 წლის ეკონომიკურ მოლოდინებსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს.
სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები, ხელოვნურიინტელექტის სწრაფი განვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები – ის ფაქტორებია, რომლებიც დღეს გლობალურ ეკონომიკას განსაზღვრავს, კერძო სექტორს კი მკვეთრი ცვლილებებისკენ უბიძგებს.
“როგორც თიბისისა და ამერიკის სავაჭრო პალატისმმართველი გუნდის წევრი, მოხარული ვარ, რომ უკვემეოთხედ ვმასპინძლობთ ერთობლივ ღონისძიებას, რომელსაც AmCham-ის წევრები და -ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. თიბისისთვის, როგორცბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომჩვენს პარტნიორებს სანდო და დროული ინფორმაციაპირველებმა მივაწოდოთ. მსგავსი ღონისძიებებითბიზნესს საშუალებას ვაძლევთ, დაინახოს ფართო სურათი; გააანალიზოს გამოწვევები და შესაძლებლობები; და რაცმთავარია, დაიწყოს ადაპტაცია ახალ რეალობასთან”,-გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორისმოადგილე.
„მსოფლიო ეკონომიკის განვითარება დღეს საკმაოდ რთული დინამიკით გამოირჩევა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ – ამერიკის სავაჭრო პალატამ და თიბისიმ – ერთად ჩამოვაყალიბეთ მოქნილი ქვე-პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი იღებს ყველაზე ობიექტურ, ხარისხიან და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შემდგომში მათ ეხმარებათ, იყვნენ გრძელვადიანად კონკურენტუნარიანები, ეფექტიანად მართონ რისკები და მოერგონ ცვლილებებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი,რათქმაუნდა, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას ემსახურება“,- ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე – შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი იყო კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა – ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“