არჩილ გორდულაძე – გახარიას პარტია იშლება – გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს, ცდილობს, ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად

გახარიას პარტია იშლება – გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს, მთავარია მიღებული დავალება, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ზაზა თავაძის მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია თავისი მიზნების განსახორციელებლად, ცდილობს, ადამიანები „მიიტმასნოს“.
„გახარიელებს“ რომ კითხოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გახსენებაზე აჟრიალებთ, მაგრამ მათ წევრებში იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და წარსულში მყოფი წევრები. მაგალითად, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა და მანამდე იყო ადეიშვილის მოადგილე. იშლება ეს პარტია. გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს. ეს სტიპენდიატი ცდილობს, ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს, როგორც ეს ქალბატონ აქუბარდიასთან დაკავშირებით გააკეთეს. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიღებული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად