აზერბაიჯანის პარლამენტმა ანტიფრანგული რეზოლუცია მიიღო

მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის [რომლის შესაბამისად, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატა საფრანგეთის მთავრობას აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების მიღებას სთხოვს] მიღების შემდეგ, აზერბაიჯანის მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესება შეთავაზა – ინიციატივებს შორისაა, აზერბაიჯანში ყველა ფრანგი ოფიციალური აქტივის გაყინვა და ფრანგული კომპანიების გაძევება.
ამავე დროს, აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა [პარლამენტმა] საფრანგეთის სენტის მიერ 2024 წლის 17 იანვარს მიღებული რეზოლუციის [რომელსაც აზერბაიჯანი დაუსაბუთებელს, ცალმხრივსა და მიკერძოებულს უწოდებს] შემდეგ, ასევე მიიღო საფრანგეთის წინააღმდეგ რეზოლუცია.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში საფრანგეთის პოლიტიკური წრეები, მათ შორის სენატი და ეროვნული ასამბლეა, ელისეის სასახლის ინსტრუქციების საფუძველზე, აწარმოებენ ღიად ანტიაზერბაიჯანულ, რასისტულ და ისლამოფობიურ საქმიანობას და უსამართლო ნაბიჯებს დგამენ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რის გამოც, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, პრაქტიკულად შეჩერებულია.
აქვე წერია, რომ სომხეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიყიდვით, საფრანგეთი ხელს უშლის ურთიერთობების ნორმალიზაციას აზერბაიჯანთან და სომხეთში ახალი ომის რევანშს აღვივებს, და ამავე დროს, არასოდეს საუბრობს ასობით ათასი აზერბაიჯანელის იძულებით გადაადგილებაზე.
სომხეთ-აზერბაიჯანის ყველა დაპირისპირებისა თუ საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთმა ღიად დაუჭირა მხარი სომხეთს, რითაც მუდმივად იწვევდა ბაქოს კრიტიკას.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…