მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც.
მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან “მ² უძრავი ქონების” მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.
ამჯერად მაკა კვიციანი მეგობრებს სასიხარულო სიახლეს უზიარებს – ის და მისი მეუღლე მეოთხე შვილს ელოდებიან. ფოტოები დიზაინერმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა – ის ანუკი არეშიძის მიერ ორგანიზებულ წვეულებას ესწრებოდა.
მაკა კვიციანის მეუღლე 2017 წლიდან სამშენებლო ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებს იკავებს. 2009-2017 წლებში იყო სამშენებლო კომპანია ბიქეი კაპიტალის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2003-2009 წლებში მუშაობდა ბიქეი კაპიტალის აღმასრულებელ დირექტორად მოსკოვში, 1999 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა საინვესტიციო საბანკო სექტორში ნიუ-იორკსა და ლონდონში.
1999 წელს მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკში. 2002 წელს დაამთავრა კასის ბიზნესის სკოლა ლონდონში და მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და რისკების მენეჯმენტში.




