ბიშკეკში პუტინის ვიზიტის წინ უკრაინის საელჩო „დამალეს“

ს დედაქალაქ ბიშკეკში ს პრეზიდენტ პუტინის ვიზიტის წინ, უკრაინის საელჩოს შენობასთან დიდი ეკრანი დადგეს.
პუტინი ბიშკეკში 26 ნოემბერს ჩავიდა, მეორე დღეს კი მონაწილეობა მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში.
სამიტი ჩატარდა ს პრეზიდენტის რეზიდენციაში. ქუჩის მეორე მხარეს უკრაინის საელჩოს შენობაა. მის წინ კონსტრუქციების აღმართვის შესახებ ჯერ კიდევ 20 ნოემბერს წერდა ჟურნალისტი გრიგორი პირლიკი თავის ტელეგრამ არხზე „-ცენტრალური აზია“.
უკრაინის საელჩოსთან აღმართულ კონსტრუქციაზე დაამონტჟეს დიდი ეკრანი, რომელმაც სრულად დაფარა იქ აღმართული უკრაინის დროშა.
ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეკრანი დამონტაჟდა „პროტოკოლური ღონისძიებების ვიზუალური თანხლებისა და სამთავრობო ვიდეომასალების დემონსტრირებისთვის“.
მედიამ უკრაინის საელჩოს „დამალვა“ პუტინის ვიზიტს დაუკავშირა, რაც არ გამორიცხა უკრაინის ელჩის მრჩეველმა დენის ავტონომოვმაც. მან რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს უთხრა, რომ „მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აშკარად არის“.
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ალექსანდრ იუნაშევის ცნობით, ბიშკეკში პუტინის ვიზიტისას ეკრანზე ს დროშას აჩვენებდნენ.
ფორუმი