საქართველოს ექვს ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება

საქართველოს ექვს ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა კვლავ შეინიშნება.
მათივე ცნობით, „აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით“.
ამ დროისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას აჩვენებს.
გთავაზობთ ქუჩებს, რომლის მიმდებარედაც ამ დროის მონაცემებით მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა ფიქსირდება:
თბილისი – აღმაშენებლის გამზ., №73ა (ჰაერის ხარისხი – ძალიან ცუდი);
თბილისი – მარშალ გელოვანის გამზირი, №34 (ძალიან ცუდი);
თბილისი – წერეთლის გამზ., №105 (ძალიან ცუდი);
თბილისი – ყაზბეგის გამზ., ვასო გოძიაშვილის ბაღთან (ცუდი);
რუსთავი – მეგობრობის გამზ., №35ა (ძალიან ცუდი);
რუსთავი – ს ქ., №19 (ძალიან ცუდი);
თელავი – კვირიკე დიდის ქუჩა, №43 (ცუდი);
ახალციხე – ასპინძის ქუჩა, №18 (ცუდი);
ქუთაისი – ლადო ასათიანის ქ., №98 (ცუდი);
– ტ. აბუსერიძის ქუჩა, №1 (ცუდი);
ბათუმი – ბათუმის ცენტრალური პარკი, 6 მაისის პარკი (ცუდი).