კრემლი ლავროვს კიდევ ერთ საერთაშორისო ფორუმზე არ გაგზავნის

ს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას არ მიიღებს არც ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში, რომელიც 4-5 დეკემბერს ვენაში გაიმართება.
რუსული და დასავლეთის მედიასაშუალებები ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში წერდნენ, რომ პუტინი ლავროვს აღარ წყალობს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ, რომელსაც ჟურნალისტებმა მოსკოვში 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ლავროვი ეუთოს საბჭოს სხდომაში მონაწილეობას, განაცხადა, რომ არ გეგმავს და სხდომაზე რუსეთს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრუშკო. რატომ არ მიემგზავრება ვენაში ლავროვი, ზახაროვას ამის მიზეზი არ დაუსახელებია.
ლავროვი რუსეთის დელეგაციას არ ხელმძღვანელობდა არც „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სამიტზე რუსეთს წარმოადგენდა პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი. 2023 და 2024 წლებში „დიდი ოცეულის“ სამიტებზე, რომლებსაც ინდოეთმა და ბრაზილიამ უმასპინძლეს, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ლავროვი იყო.
წელს სერგეი ლავროვმა გამოტოვა კიდევ ერთი საერთაშორისო ფორუმი, მალაიზიაში ოქტომბრის ბოლოს გამართული „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის“ სამიტი. მალაიზიაში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი. ამ ორგანიზაციის წინა სამიტებს ლავროვი ყოველთვის ესწრებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო ფორუმებზე აღარ ჩნდება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა და ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა რუსულ ნავთობკომპანიებს, „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“.
ტრამპის გადაწყვეტილებას პუტინთან შეხვედრის გაუქმების შესახებ წინ უძღოდა -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბარი.
სააგენტო Reuters-ის წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებაზე უარი რუბიოს რჩევით თქვა, რადგან ლავროვისგან იყო ულტიმატუმები უკრაინის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა რომ რუბიო-ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააუქმა, ამას იუწყებოდა გამოცემა Financial Times-ც.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა The Moscow Times-ი ნოემბრის დასაწყისში წერდა, რომ პუტინი ლავროვს აღარ წყალობს ტრამპთან შეხვედრის ჩაშლის შემდეგ.
თავად პუტინმა ამ ვერსიას „სისულელე“ უწოდა 27 ნოემბერს, ბიშკეკში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. პუტინის თანახმად, ლავროვს თავისი სამუშაო გრაფიკი აქვს, ამის შესახებ „მოახსენა“ და ამერიკელ პარტნიორებთან შესახვედრად ემზადება.
ფორუმი