ხატია დეკანოიძე – ამ ერთ წელში ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს – მნიშვნელოვანია, ხვალინდელი აქციით ვაჩვენოთ რეჟიმს და ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, რომ არსად წავსულვართ, ჩვენ აქ ვართ

ზუსტად ერთი წელი გავიდა საკონსტიტუციო გადატრიალებიდან და ამ ერთ წელს ასე დავარქმევდი: ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ყველას, ქართველ ხალხს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
დეკანოიძის შეფასებით, ირაკლი ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან საქმეებს ვერ „დაულაგებს“, რადგან მისივე თქმით, ივანიშვილი ყველასთვის მიუღებელი და არასანდო პარტნიორია.
„ყალბი პათოსით ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ მაინც არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან. მაინც არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს საქმე და ძალაუფლების მონოპოლიზაცია ბოლომდე მოახდინა. კი, აკონტროლებს პოლიციას, კორუფციული სქემები აქვს, მაგრამ ამოცანები, რაც ირაკლი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილმა დაუსახა, იყო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება. ანუ დასავლეთს ეუბნება: „მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ“. ამას ვერ დაალაგებს, რადგან ყველასათვის არის მიუღებელი და არასანდო პარტნიორი.
ზუსტად ერთი წელი გავიდა საკონსტიტუციო გადატრიალებიდან და მე ამ ერთ წელს ასე დავარქმევდი – ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ყველას, ქართველ ხალხს. რომ ამბობენ, მშვიდობა გვინდაო, სად არის მშვიდობა, რომელ სამშვიდობო ინიციატივებში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნება“, რომელ სამშვიდობო ინიციატივაში მიიღეს მონაწილეობა? ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობენ, ეს Eagle Hills-ის პროექტია, რომლითაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის გათეთრებული ფულის შემოტანა უნდათ, ისეთი ისტერიკით ლაპარაკობენ ამაზე. კედლებს ენარცხებიან, ოღონდ ეს პროექტი განხორციელდეს, ჰაერს ყიდიან უკვე და ჯერ ვერ გავიგეთ, რა ინვესტიციებით ჩამოდის ეს კომპანია.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხვალინდელი აქციით ვაჩვენოთ რეჟიმს და ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, რომ არსად არ წავსულვართ, ჩვენ აქ ვართ და სანამ ერთი ადამიანი მაინც აპროტესტებს ამ ყველაფერს, საქართველო იქნება იქ, სადაც არის რეზისტენცია აუცილებელი რეჟიმთან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)