“მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე” – ზურაბ ჭავჭანიძე

„მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი (საუბარია ქართველ მებრძოლებზე) დავკარგე — ახალგაზრდა ბავშვები, 19-25 წლის. გამოვდივარ [აქციაზე] იმიტომ, რომ მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, გავჩერდე. იმიტომ, რომ მათ თავი რუსებთან ბრძოლას შესწირეს“, — განაცხადა 4 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა მედროშემ ზურაბ ჭავჭანიძემ სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რა საფრთხის მომტანია საქართველოსთვის რუსული მმართველობა.
ჭავჭანიძემ თქვა, რომ სამართალდამცველებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია და მისთვის გაუგებარია, რას ედავებიან.
„ჩემი სამშობლოს გულისთვის ვდგავარ აქ. მე ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის — მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის და სიკეთისთვის. ჩემი ერთადერთი აზრი ყოველთვის იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. და თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, ფაქტობრივად, სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.
და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — გამარჯვებულები შურს არ იძიებდნენ! არსად და არასდროს!“ — განაცხადა ჭავჭანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – რომ არა უკრაინელების ბრძოლა, პუტინი საქართველოში პირდაპირ გახსნიდა ფილიალს, დღეს ჯერ შენიღბულადაა „ოცნების“ სახით – მისი გეგმაა, ქვეყნის სრულად რუსულ ორბიტაზე ყოფნა, ეს მოღალატეები კი თანამონაწილეები არიან

ნიკა გვარამია – ნიკა მელიას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია – ძალიან მალე ერთად ვიქნებით, ყველანი ერთად გარეთ