“თქვენს შვილებს შერცხვებათ“ – კახაბერ მჟავანაძე სასამართლოზე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ მჟავანაძემ მოსამართლე ლელა კალიჩენკოსა და პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და როინ ხინთიბიძეს ამ სიტყვებით მიმართა:
„აქ ამდენი ხალხი ზის, ყველა პატრიოტი, გულანათებული, ყველასთვის პირველი პატიმრობაა. ნუთუ ეს არაფერს გეუბნებათ და ეს არაფერს ნიშნავს თქვენთვის? მივედი პრეზიდენტის სასახლესთან, ვარხევდი ჭიშკარს, მაქსიმუმ საკეტი გატეხილიყო. გვერდით ღობე უკვე წაქცეული იყო, შესვლა რომ მდომოდა, შევიდოდი. მე მინდოდა პროტესტის ნიშნად ხმაურის გამოხატვა. ჩვენ მიერ ყველა არასწორად გატარებულ დღეს საპყრობილეში, კომპენსაციის სახით მიიღებენ ჩვენი შვილები. თქვენს შვილებს შერცხვებათ.“”
57 წლის კახა მჟავანაძეს მეუღლე და ორი სტუდენტი შვილი ჰყავს, რომლებიც თბილისში სწავლობენ. მეუღლე დიალიზზეა და მკურნალობისთვის ვანიდან ქუთაისში უწევს სიარული. სწორედ კახა მჟავანაძე ეხმარებოდა მეუღლეს ექიმთან სიარულში..
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის საქმე 5 საქმედ დაიყო. 10, 12, 13, 14 და 15-პირიან საქმეებად. 37 პირის წინასასამართლო სხდომა უკვე შედგა, გადაისანჯა შეფარდებული აღკვეთის ზომა და ოცდაჩვიდმეტივე დარჩა პატიმრობაში. ამ წუთებში ერთდროულად მიმდინარეობს 4 ოქტომბრის მოვლენებზე 15 და 12-პირიანი საქმეები.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – რომ არა უკრაინელების ბრძოლა, პუტინი საქართველოში პირდაპირ გახსნიდა ფილიალს, დღეს ჯერ შენიღბულადაა „ოცნების“ სახით – მისი გეგმაა, ქვეყნის სრულად რუსულ ორბიტაზე ყოფნა, ეს მოღალატეები კი თანამონაწილეები არიან

ნიკა გვარამია – ნიკა მელიას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია – ძალიან მალე ერთად ვიქნებით, ყველანი ერთად გარეთ