ნანა სანდერის სიტყვა სასამართლოზე

“ჩემთვის სამარცხვინოც კი არის იმის თქმა, რომ მე შეიძლება მივიმალო. მიმალვა, დამალვა არ არის ჩემის სტილი. გერმანიაში ვცხოვრობ უკვე 16 წელია. 20 წლიდან. გერმანიიდან ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის. ვინარჩუნებ საქართველოს მოქალაქეობას, რომ შევძლო დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობა […] ეს არის ჩემი ქვეყანა. ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდი, ამ ქვეყნისთვის ვწირავდი ჩემს თავისუფლებასაც და სიცოცხლესაც ნოემბერ-დეკემბერში. მე ჩემი ქვეყნიდან მისამალი არაფერი მჭირს. 16 წელია არ მიცხოვრია ჩემ ქვეყანაში. ჩამოვედი. ვთქვი, რომ ახლა უჭირს ჩემ ქვეყანას და აქ უნდა ვიცხოვრო. მე ჩემ ოჯახთან ერთად უნდა ვიცხოვრო […] უკვე 8 წელია მეკუთვნის გერმანიის მოქალაქეობა. არ ავიღე. საქართველოს მოქალაქე ვარ. […] ვიცოდი რა საფრთხეებიც არსებობდა ამ ქვეყანაში, მაგრამ არავისი მეშინია. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ არც დანაშაული ჩამიდენია”, .