პუტინი ს და დონბასის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს

ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიცვა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თქვა, რომ არ შეიძლება, ის რუსი კოლეგების მიმართ „ზედმეტად კეთილგანწყობაში“ დაადანაშაულონ.
„მისი მეგობრობა პრეზიდენტ ტრამპთან მრავალი წელია, შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც გრძელდება. ის ამერიკის მოქალაქეა, რომელიც იცავს თავისი პრეზიდენტისა და ქვეყნის პოზიციას. დიახ, ჩვენ გვაქვს დიალოგი და ეს ადვილი არ არის. დიახ, ჩვენ ამ დიალოგს ვაწარმოებთ ერთმანეთის ლანძღვისა და შეფურთხების გარეშე, როგორც ინტელექტუალური ადამიანები“, – განაცხადა პუტინმა ბიშკეკში ჟურნალისტებთან შეხვედრისას და დააანონსა უიტკოფის მორიგი ვიზიტი მოსკოვში მომავალი კვირისთვის.
პუტინის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს სა და დონბასის ს ტერიტორიად იურიდიული აღიარება. -ის თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმა ამ ტერიტორიებს დე ფაქტო აღიარებს რუსულად.
„დიახ, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია“, — თქვა პუტინმა.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ახალი ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება სჭირდება, მაგრამ არა სგან.
მან უკრაინის ხელისუფლებასთან კონფლიქტის დარეგულირების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერას უაზრობა უწოდა. თქვა, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში უფლებამოსილების გაგრძელების უფლება მხოლოდ უმაღლეს რადას აქვს, პრეზიდენტს კი — არა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შეისწავლა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თავდაპირველი გეგმა. წინადადებები ჟენევის შეხვედრის შემდეგ გადასცეს.
-ში ჩემი ვიზიტის წინ, ალასკაზე ვიზიტის წინ, ჩვენ ეს ამერიკელ მომლაპარაკებლებთან განვიხილეთ. და ამის შემდეგ გაჩნდა შესაძლო შეთანხმებების ის 28-პუნქტიანი სია. და, როგორც უკვე საჯაროდ განვაცხადე, ის ჩვენ გარკვეული არხებით გადმოგვეცა. ჩვენ მას გავეცანით. აშშ-ის ინიციატივა შეიძლება საფუძვლად დაედოს სამომავლო შეთანხმებებს, თუმცა აუცილებელია მისი დიპლომატიურ ენაზე გადატანა. საჭიროა, დავსხდეთ და სერიოზულად განვიხილოთ, იქ თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს“, — განაცხადა პუტინმა.
მან თქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე დასავლეთში და მათ შორის, აშშ-ში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია. პუტინი ამბობს, რომ ანკორიჯში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ მხარეებს სულ მცირე ესმოდათ, სად იმყოფებნენ და რა უნდა გაკეთებულიყო საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.
„ჩვენ ანკორიჯის პლატფორმაზე დავრჩით. შემდეგ კი მოულოდნელად შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ორი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. რა იყო ამის მიზეზი? გულწრფელად გეუბნებით, ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა“, — თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო