ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ჰონგ-კონგის ლიდერის, ჯონ ლის განცხადებით, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი „ფაქტობრივად, კონტროლის ქვეშ არის“.
„ადგილზე რთული პირობებია, თუმცა სამაშველო სამუშაოები არ შეჩერდება“, – განაცხადა ჯონ ლიმ.
ასევე, ლის ცნობით, მაშველებმა 55 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.




