მეგობრები თბილისში გაუჩინარებულ ორ რუს აქტივისტს ეძებენ

ორი რუსი აქტივისტის, ვლადიმირ დუბოვსკისა და მისი შეყვარებულის, ალინა საველიევას მეგობრები დახმარებას ითხოვენ, გაუჩინარებული მეგობრების მოსაძებნად. მათი სიტყვებით, „მწვანე სოლი – ჩემი სამშობლოს“ ლიდერები 26 ნოემბერს თბილისში „გაიტაცეს“.
„გუშინ საღამოს თბილისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებელი ვლადიმერ დუბოვსკი და მისი შეყვარებული ალინა საველიევა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია“, – მეგობრების ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს – თუკი უწყება რაიმე განმარტებას გააკეთებს, ტექსტი განახლდება.
ვლადიმირ დუბოვსკი იყო ს შტაბის კოორდინატორი ვლადივოსტოკში და ასევე ს ლიბერტარიანული პარტიის წევრი. ის 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. 2024 წელს ს ხელისუფლებამ დუბოვსკი ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.
გასულ წლებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბოვსკის თაღლითობასა და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ. ის ბრალდებებს უარყოფდა.