უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მადლიერების დღეს ულოცავს.
„ბედნიერ მადლიერების დღეს ვუსურვებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პირველ ლედის მელანია ტრამპს და ამერიკელ ხალხს. ვაფასებთ ყველა იმ მხარდაჭერას, რომელმაც უკრაინაში უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახადა და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში ყოველდღე გვეხმარება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება“ უკრაინისა და აშშ-ის საერთო მიღწევა იქნება.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულია და მოუთმენლად ველით შემდგომ პოზიტიურ დიპლომატიურ განვითარებას, რათა რუსეთის ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ საბოლოოდ დასრულდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.




