“აქციაზე წასვლა მაიძულა პასუხისმგებლობამ, რა დავუტოვე შვილებს, ამ ბებერმა, ხოკერმა კაცმა” – გოგოლაძე მოსამართლეს

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ. თუნდაც ერთი რამის გამო — იძულებით წავედი მე აქციაზე, ქვეყანამ მაიძულა. მე ვარ 63 წლის კაცი და მოყოლებული აქამდე, ერთი ოდნავი შეხება არ მქონია კანონთან. მიუხედავად ამისა, 50 წლის შემდეგ, სულ მეშინოდა ერთი კითხვის — დარბაზში ზის ჩემი ქალიშვილი, თქვენი კოლეგა და მეშინოდა, ერთ მშვენიერ დღეს დამისვამდა კითხვას, „რა დამიტოვე, მამა?!“ აქ არ არის ეკონომიკურ ფაქტორებზე. ჩემმა შვილმა რომ მითხრას, ფული დამიტოვეო, საერთოდ შევაჩვენებ.
მე [აქციაზე წასვლა] მაიძულა პასუხისმგებლობამ, რა დავუტოვე ახალგაზრდებს, შვილებს, ამ ბებერმა, ხოკერმა კაცმა. ეს ყველაფერი არის იძულებითი ქმედება. თქვენი სასჯელი ჩემთვის არის გვირგვინი და აღიარება. მე გმირი ვარ? რაღა დროს ჩემი გმირობაა. რითაც დავიწყე 82 წელში, ის არის ისევ უარესი – უსამართლობა, უკანონობა, ადამიანის უფლებების ფეხით გათელვა. უკანონოდ ვზივარ. გარეთ ვდგავარ, ციხეში ვარ, აქ ვარ — მაინც ციხეში ვარ. ესაა ჩემი მიღწევაც და სიმდიდრეც.
თქვენ, ქალბატონო ლელა, დაბრძანდით და იმსჯელეთ. რაც შეიძლება მეტი სასჯელი გამომიტანეთ. ავიტან.“
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის საქმე 5 საქმედ დაიყო. 10, 12, 13, 14 და 15-პირიან საქმეებად. 37 პირის წინასასამართლო სხდომა უკვე შედგა, გადაისანჯა შეფარდებული აღკვეთის ზომა და ოცდაჩვიდმეტივე დარჩა პატიმრობაში. ამ წუთებში ერთდროულად მიმდინარეობს 4 ოქტომბრის მოვლენებზე 15 და 12-პირიანი საქმეები.