19 იანვარს, თბილისის დროით 00:30 საათზე, კოპა დელ რეის მერვედფინალში, მადრიდული დერბი შედგება. ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული “რეალი” “ატლეტიკოს” ესტუმრება.
მატჩის წინ “როხიბლანკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ “ბლანკოსს” საპატიო დერეფანს არ მოუწყობენ.
“როგორ ვაპირებთ “რეალის” დამარცხებას? რაც შეიძლება მეტი დუელი უნდა მოვუგოთ და მეტოქეს ფიზიკურად ვაჯობოთ. იქნება თუ არა საპატიო დერეფანი? “რეალს” პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს გულშემატკივრებსაც და მათ წინაშე ამას არ გავაკეთებთ”, – განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, “რეალი” ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მე-13-ედ გახდა.