სელფი საერთაშორისო ფესტივალის – DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია

სელფი საერთაშორისო ფესტივალის – DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია
სელფი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია.
ფესტივალი 27-29 ნოემბერს იმართება თბილისში და სრულად ეძღვნება მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, /ML ინჟინრებს, სტარტაპებს, მკვლევარებს, მარკეტინგისა და დიზაინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და კრეატიული ინდუსტრიების სპეციალისტებს.
DataFest Tbilisi წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიმდინარე ტრენდები, სირთულეები და შესაძლებლობები. წლევანდელი თემა – in Focus მოიცავს პრაქტიკულ AI-გამოყენებას, ინდუსტრიაზე მის გავლენას, ეთიკურ საკითხებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნება AI სისტემების მასშტაბირებისა და ინტეგრაციის პროცესში. მონაწილეებს ასევე ელოდებათ ვორქშოფები, დისკუსიები და თემატური შეხვედრები.
ფესტივალი ხელს უწყობს რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციების განვითარებას. „სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის გავრცელებას, პროფესიული ქსელების გაფართოებას და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას. DataFest Tbilisi სწორედ ის სივრცეა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გამოცდილების გაცვლა ერთიან გარემოში იყრის თავს,“ – აცხადებენ სელფი მობაილში.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”