პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.
ამის შესახებ გახარიას პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.
„ზუსტად 1 წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ, გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა,“ – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
ხვალ, 28 ნოემბერს, 1 წელი ხდება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს ამ განცხადების შემდეგ, ბოლო 1 წელია ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 28 ნოემბრის მოვლენებიდან 1 წლის თავზე კი თბილისში აქციაა დაგეგმილი.




