“მდიდრულ სასტუმროში ყოფნას და მიმალვას მირჩევნია ციხე” – ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა, იური ლომიძემ განაცხადა და სასამართლოს მიმართა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
- პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მიმდინარეობს, სადაც პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
მე ვეთანხმები ადვოკატების პოზიციას. როგორც პროკურატურამ განაცხადა, ძირითადად, ორი პუნქტია, რის გამოც მტოვებს პატიმრობაში, ეს პუნქტებია: მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
ზოგადად, ახალი დანაშული ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს. რაც შეეხება მიმალვას, ვიტყოდი, რომ თავისუფლება პირველ რიგში არის სულის ნაწილი, რომელიც ოჯახის ასევე სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს. ამიტომ ციხის კედლებს არ შეუძლია ამ ყველაფრის შეზღუდვა.
თავისუფლება არ არის მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა ადამიანის. ციხის კედლები ზღუდავს იმ შესაძლებლობას რომ ჩვენ შეგვეზღუდოს სამშობლოს სიყვარული ოჯახის მოფერება.
მიმალვა ჩემთვის არ ნიშნავს თავისუფლებას. მიმალვაში მყოფი ადამიანი აღიარებს რომ დამნაშავეა, განიცდის მუდმივ შიშს და ბოლოს პარანოია ემართება. მე ვერ ვხვდები რატომ უნდა მივიმალო და საფრთხეში ჩავაგდო ჩემი ოჯახი რომელიც ჩემთვის არის პრიორიტეტი. მე მდიდრულ სასტუმროში ყოფნას და მიმალვას მირჩევნია ისევ ციხე, სადაც ოჯახის წევრებს მაინც ვნახავ გარკვეული პერიოდის შემდეგ,” – თქვა ბრალდებულმა იური ლომიძემ.
ცნობისთვის, პირველ დარბაზში მოსამართლე ვალერიან ბუგაშვილი 14 პირის საქმეს განიხილავს. ხოლო მეორე დარბაზში მოსამართლე ნატო ხუჯაძე 13 პირის საქმეს.




