კანადაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე გარი კასპაროვი:
“ეს პუტინის საუკეთესო შოუა, რაზეც კი ოდესმე შეიძლება ეოცნება.
საქმე იმაში არ არის, რამდენი იარაღი და საბრძოლო მასალა გაქვთ.
არამედ იმაშია, რომ მზად ხართ თუ არა ბრძოლისა და სიკვდილისთვის.
ოჰ, შესანიშნავია, ლატვიაში კანადური ბრიგადა გყავთ.
რა ბრძანება აქვს ამ ბრიგადას?
გახსნიან თუ არა ცეცხლს, თუ რუსები საზღვარს გადაკვეთენ?
ჩვენ ვიცით პასუხი.
თქვენ აღშფოთდებთ, იმსჯელებთ და ეს სამუდამოდ გაგრძელდება.
არ მესმის, როგორ შეგიძლიათ სერიოზულად განიხილოთ ტრამპის ბიზნესპარტნიორის მიერ შეთხზული გარიგება!?
ეს არის გარიგება ტრამპის ოჯახის გასამდიდრებლად და უკრაინის გასაყიდად!
როგორ შეგიძლიათ სერიოზულად განიხილოთ უკრაინის მიერ ევროპის გადასარჩენი სიმაგრეების დათმობა!?
თქვენ აღნიშნავთ ნატოს წლისთავს…
ნატო სუსტია, ნატო არ არსებობს, ის ყალბია, ეს მხოლოდ ოთხი ასოა: „n“, „a“, „t“, „o“.
მიზეზი, რის გამოც თქვენ ჯერ კიდევ აქ ზიხართ და ამას აღნიშნავთ, სანამ უკრაინელი ყოველ წუთს იღუპება, ეს არის უდიდესი თავგანწირვა !
უკრაინა რომ არ აჩერებდეს, რუსული ტანკები უკვე პოლონეთში იქნებოდნენ!
თქვენ ყველას გეგონათ, რომ უკრაინა დანებდებოდა.
თქვენ ზელენსკის ტაქსი შესთავაზეთ.
მან კი თქვა: ტაქსი არ მჭირდება, საბრძოლო მასალა მჭირდება.
ოთხი წელია უკრაინა მთელი ევროპისთვის იბრძვის!
ნატო ერთი ომისთვის შეიქმნა – არა ავღანეთისთვის, არა სირიისთვის – ერთი ომისთვის: თავისუფალი ევროპის რუსული აგრესიისგან დასაცავად.
უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც იბრძვის და ჩვენ ჯერ კიდევ ვკამათობთ, მივიღოთ თუ არა ისინი ნატოში!?
უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ნატოს მიზანს განასახიერებს!
და ჩვენ მათ ყველა ვალში ვართ.
არა, მოდით, გავწიროთ ისინი!
ზელენსკი ისეთი არჩევანის წინაშე დგას, რომ მე… არც კი ვიცი, როგორ ავხსნა.
როგორც რუსი, მეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ამიტომ ვერ ვურჩევ მას, რომ ტრამპს შუა თითი აჩვენოს.
რამდენი სენატორი გვყავს აქ?
აპირებთ დონალდ ტრამპს უთხრათ, რომ ეს არ უნდა გააკეთოს!?
თქვენ 85 ხმა გაქვთ.
85-ი ხმების 2/3-ზე მეტია, რადგან ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ სადღაც სენატის კარადის უჯრაში დევს და ჯერ არ არის მიღებული!?
პუტინი, სი ძინპინი და დანარჩენი დიქტატორები – ზეიმობენ!
და რუსეთს ჰყავს ჩრდილოეთ კორეელი, კუბელი და აფრიკელი „მოხალისეები“ და ამ დროს ჩვენ ისევ ესკალაციაზე ვსაუბრობთ!?
ჩვენს მხარეს ყველაფერია – სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა – და ჩვენ ისევ ვმარცხდებით ომში.
უკრაინის წყალობით, რუსეთმა ჯერ ვერ აასრულა პუტინის ოცნება რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ.
მაგრამ თუ, ღმერთმა დაიფაროს, უკრაინა იძულებული გახდება მიიღოს ეს შეთანხმება, მაშინ აბსოლუტურად ცხადია, რომ პუტინი აისრულებს თავის ოცნებას.
და თქვენ იქნებით შემდეგი, ოღონდ თქვენ ვერ გაბედავთ ბრძოლას.”




