აზერბაიჯანის მილი მეჯლისი მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა და საპარლამენტთაშორისო კომიტეტი ქვეყნის მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
„ამასთან, აზერბაიჯანში ფრანგი ჩინოვნიკების ნებისმიერი ქონება უნდა გაიყინოს. საფრანგეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ყველა ფრანგული კომპანია, მათ შორის Total, უნდა განიდევნოს აზერბაიჯანიდან. ფრანგულ კომპანიებს სამთავრობო პროექტებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს. დაევალოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადადგას ნაბიჯები კანაკის, მაოჰი ნუის და კორსიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის“, – ნათქვამია მილი მეჯლისის განცხადებაში.
ცნობისთვის, საფრანგეთის სენატმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. „მოვუწოდებთ მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მიიღოს ყველა დიპლომატიური ზომა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გამო“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ