დევიდ კამერონი – დასავლეთი ბოროტ პუტინს წინ უნდა აღუდგეს და უკან არ დაიხიოს

დასავლეთი ბოროტ პუტინს წინ უნდა აღუდგეს და უკან არ დაიხიოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა. ეს იმას ჰგავს, რომ 1930-იანი წლების ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. ჩვენ პუტინს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი შეჭრა წარმოადგენს, წინ უნდა აღვუდგეთ“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ში მიმდინარე ომი მისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინი არ იმარჯვებს“, – აღნიშნა კამერონმა.

ასევე დაგაინტერესებთ